საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოუსმინეს. ზაზა შავაძემ 2021 წლის იანვრიდან დღემდე „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამის ფარგლებში შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 57 მილიონი ლარია, მომავალი წლიდან კი 60 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროგრამით მუნიციპალიტეტებში გათვალისწინებული უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, ისაუბრა დღეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე და უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს.
კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.