24 ნოემბერი

 ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, N160 და N140-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, იგება დეკორატიული ფილები, ეწყობა გარეგანათების ახალი სისტემა, ეზოებში დამონტაჟდება საპარკე სკამები, ფანჩატურები, სავარჯიშო და და საბავშვო ატრაქციონები.

 მიმდინარე სამუშაოები ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ცოტნე ანანიძემ და ზაალ მიქელაძემ, მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან ზოიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

 ცოტნე ანანიძის განცხადებით, ქობულეთში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში არაერთი ეზო განახლდა და კეთილმოეწყო. მსგავსი სამუშაოები ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბნის მრავალბინიან ეზოს მოიცავს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი