05 ნოემბერი

 „სამწუხაროა, რომ საქართველოში შემცირდა ვაქცინაციის ტემპი და შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ვაქცინაციაში ხედავენ გამოსავალს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის, ერთმანეთის მდგომარეობა და სხვადასხვა სოციუმებში, სოციალურ ჯგუფებსა თუ სფეროებში მივმართოთ მასტიმულირებელ ღონისძიებებს.

  ასევე ვიზიარებ პროპაგანდისა და ახსნა-განმარტებითი სამუშაოების გააქტიურების იდეას, ვინაიდან საქართველოში, მართლაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, თავს იკავებენ ვაქცინაციისგან. ამით ისინი ზიანს აყენებენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საკუთარ გარემოცვასა და ზოგადად, ქვეყანას.

  მიმაჩნია, რომ მასტიმულირებელი ღონისძიებები, კოვიდპასპორტების შემოღება სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას, განმარტებითი სამუშაოების გააქტიურება, ზოგ შემთხვევაში პრინციპული, კატეგორიული მოთხოვნები და საერთო ჯამში, კომპლექსური ღონისძიებები აუცილებელია. ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის გარეშე საქართველო ვერ დაძლევს პანდემიას, მით უფრო რომ ტურისტული ქვეყანა ვართ და ვერ გავალთ იმ პარამეტრებზე, რომლებიც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯისათვის აუცილებელია“, - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი