02 ნოემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, პროექტის -  „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

პროექტი, რომელიც  ჩვენს ქვეყანაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება, გენდერული პოლიტიკის გაძლიერებასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ონლაინ რეჟიმში  გამართულ სამუშაო შეხვედრაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, აჭარის ხელისუფლებასა და სამიზნე მუნიციპალიტეტებში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოს შეჯამება-შეფასების პარალელურად, ერთმანეთს კონკრეტული რეკომენდაციები გაუზიარეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი