15 ოქტომბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს, აჭარის კონსტიტუციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი