08 ოქტომბერი

 ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები ბათუმში, 26 მაისი ქუჩაზე დანგრეული კორპუსის ნანგრევებში. სამძებრო სამუშაოები მოითხოვს უდიდეს სიფრთხილეს და სიზუსტეს, რათა უვნებლად მოხდეს ადამიანების ამოყვანა. მაშველებს რამდენიმე მათგანთან კონტაქტი აქვთ და ამხნევებენ მათ. სამაშველო სამუშაოები 9 საათია მიმდინარეობს და მანამ გაგრძელდება, სანამ ნანგრევებში მოყოლილილი ყველა ადამიანი არ იქნება ამოყვანილი. ადგილზე მობილიზებულია საგანგებ და გადაუდებელი დახმარების სამსახურის 200-მდე თანამშრომელი. შემთხვევის ადგილას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი