08 ოქტომბერი

ძალიან მძიმე, შემზარავი დღეა ჩვენთვის, თითოეული ბათუმელისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის. საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ნგრევამ შეძრა ბათუმი, სრულიად საქართველო. ახლა, მთავარია, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს უშველონ, დროულად და უვნებლად გამოიყვანონ ისინი მაშველებმა და საგანგებო სამსახურების სპეციალისტებმა.
მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსხური, სამაშველო ძალები ჩამოვიდნენ სხვა რეგიონებიდანაც. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც ამ საზარელი ტრაგედიის მიზეზები დადგინდება. თუმცა ამ ეტაპზე, უმთავრესი ადამიანების გადარჩენაა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი