28 სექტემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭო, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკის რეიტინგში  ისევ ლიდერობს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, დღეს გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, აჭარაში შეფასებულ 6 უწყებას შორის, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე მაღალი-100 %-იანი  მაჩვენებელი  აჭარის  უმაღლეს საბჭოს აქვს.

 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში IDFI-მ  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა 123 საჯარო დაწესებულებაში შეისწავლა და ამ მიზნით განახორციელა უწყებათა ვებ-გვერდების დეტალური მონიტორინგი, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭო პირველ ექვსეულში მოხვდა.

 ანგარიშის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებს შორის, ერთადერთ უწყებას წარმოადგენს აჭარის უმაღლესი საბჭო, რომელმაც წინა წელთან შედარებით ინფორმაციის გამოქვეყნების მაჩვენებელი 4%-ით გააუმჯობესა და მაქსიმალური შედეგი 100% აჩვენა.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი