21 სექტემბერი

 აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა.

 ძირითადი მოხსენებით სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.  საბიუჯეტო პარამატრების წარდგენის პარალელურად, მომხსენებელმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, რეგიონში არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უწყების ბიუჯეტის  შესრულების მაჩვენებელმა საანგარიშო პერიოდში 90 %-იან ნიშნულს გადააჭარბა.

 კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

 ამავე სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს  პარლამენტში წარდგენილი საქართველოს მთავრობის საკანონდებლო ინიციატივა „აკვაკულტურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,  რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი