სასიამოვნო ფაქტი საქართველოს მეგობრებისგან, რომელიც ქართული ღვინისა და საქართველოს პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
კარპაჩის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ,,კავკასიის ფონდის” ინიციატივით ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სადაც ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.
კარპაჩის ეკონომიკურ ფორუმს ყოველწლიურად 60 ქვეყნის 4000 სტუმარი და 600 ჟურნალისტი ესწრება.