07 სექტემბერი

 დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პარლამენტს უმაღლესი საბჭოს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა.

 "მაუწყებლობის შესახებ"კანონში შესატანი ცვლილების მიზანი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრაა.

 ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, მოქმედი კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ვალდებულია ყოველი წლის 1 აპრილს უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, თუმცა რეალურად ეს ანგარიში არასრულყოფილია გარე აუდიტის ანგარიშის გარეშე, რაც კანონით განსაზღვრული ვადის შეცვლას საჭიროებს.

  კანონპროექტის თანახმად, ანგარიშის წარდგენის ვადა გადაიწევს ერთი თვით - 1 მაისამდე, რაც მრჩეველთა საბჭოს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის სრულყოფილად წარდგენის საშუალებას მისცემს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი