27 აგვისტო

  ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა.

 ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში დღეს არსებულ ვითარებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაციის წარდგენის შემდეგ უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

 მომხსენებლის განცხადებით, რეგიონში არსებული ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურადაა მობილიზებული და მუშაობს, რათა პანდემია და მისგან შექმნილი გამოწვევები დროულად მოგვარდეს.

 კომიტეტმა მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი