16 აგვისტო

 დღეს, კომპანია "სითი ინსტიტუტ საქართველომ", რომელმაც ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პრეზენტაცია გამართა.

 ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქის გენერალურ გეგმაზე, მისი შემუშავების ეტაპებზე, სამუშაო პროცესზე, არსებულ გამოწვევებსა და პროცესში დაინტერესებული პირების ჩართულობაზე, გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე.

 აქვე, ბათუმის მერიასა და კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია უზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დაგეგმვას, შუალედური და საბოლოო დოკუმენტების მომზადებას.

 გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი