აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ ასოციაცია "უზბეკიპაკსანოატის" თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლიმჟონ ჟუმაევს უმასპინძლა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველო-უზბეკეთს შორის მეაბრეშუმეობის დარგში ტრადიციული თანამშრომლობის გააქტიურებასა და განვითარებაზე.