08 აგვისტო

აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე, ბათუმში სამშობლოსათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. ამჯერადაც ყვავილებითა და გვირგვინებით შეიმკო ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულთა მემორიალი, აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - მარიკა გვიანიძემ და ილია ვერძაძემ, მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - არჩილ ჩიქოვანმა, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და დაღუპულთა ახლობლებმა.

ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმის საპატიო მოქალაქე - კაროლ ფშივარა, რომელმაც ოჯახთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი