უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, კოვიდვითარებიდან გამომდინარე, ვაქცინაციის პროცესს, მონიტორინგის მიზნით, ამჯერად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მრავალპროფილურ კლინიკა "მედცენტრში", "ბათუმი მოლსა" და საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში გაეცნო.
ილია ვერძაძის განცხადებით, ბათუმელები და ქალაქის სტუმრები, სამედიცინო პერსონალი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ვაქცინაციას, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მომავალია დამოკიდებული. მსგავს ღონისძიებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელი ილია ვერძაძე, კომიტეტის წევრებთან და აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, პერმანენტულად ახორციელებს.