27 ივლისი

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ცოტნე ანანიძე უძღვებოდა. დადგენილების პროექტი კომიტეტის წევრებს უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ხალვაშმა წარუდგინა.

კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ წარმოადგინა. სამოქმედო გეგმა ბიუროს წარედგინება.

ამავე სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის - გია აბულაძის კანდიდატურას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი