პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე საგანგებო ღონისძიებით აღინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო პოლიტიკური რესპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო მემორიალი, რომელიც ერთადერთია საქართველოში.