09 ივლისი

 ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში-ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე, დაბა ქედაში,  აჭარის მთავრობის სხდომას დაესწრნენ.

 მთავრობის გასვლით სხდომაზე   ქედის გაზრდილი ბიუჯეტი და  მნიშვნელოვანი პროექტები წარადგინეს.

 მთავრობის თავმჯდომარის-თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ქედაში მზარდია ახალი ტურისტული, ინოვაციური პროექტების რაოდენობა, რომელიც სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის ეფექტიანი კომუნიკაციის შედეგია.

 

 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გარდა, საქართველოს და აჭარის მთავრობის  დაფინანსებით,  ქედაში  დაგეგმილია  შემდეგი სტრატეგიული პროექტები: მიმდინარეობს ცენტრალური პარკისა და დაბა ქედის სკოლის რეაბილიტაცია,   მუნიციპალიტეტის  ყველა საჯარო სკოლაში დამონტაჟდება მზის პანელები.  კეთილმოეწყობა აშენდება ახალი სპორტული კომპლექსი და რამდენიმე საწარმო.  სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ ხალვაში სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოეწყობა ზაზა ხალვაშის სახელობის კინოჩვენების სივრცე, აშენდება ისტორიული მუზეუმი.

 ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი   16 792 400 ლარს შეადგენს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი