აჭარის უმაღლეს საბჭოში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურები იწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს რიგით მე-15 სხდომაზე მიიღეს. ორივე საკითხი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარუდგინა.
ბიურომ ასევე განიხილა და ცნობად მიიღო ინფორმაცია აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის კორექტირებული სამოქმედო გეგმისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ. ამ უკანასკნელის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი, მისივე ფრაქციის წევრს - გია აბულაძეს ჩაანაცვლებს, გია აბულაძე კი, ფრაქციის თავმჯდომარის ნაცვლად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტში გააგრძელებს საქმიანობას.