აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“ ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა.
ავტონომიური რესპუბლიკებისა და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირებისთვის გამართული ონლაინ ღონისძიება სახელმწიფო ინსტიტუციების გენდერული თანასწორობის მიმართულებებს, მათ საქმიანობას, სამუშაო ინსტრუმენტებსა და ტექნიკის საკითხებს დაეთმო.
პროექტს სახელწოდებით - „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“ ქალთა საინფორმაციო ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს.