დღეს, 4 ივლისს, ამერიკელი ხალხი უდიდეს ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობს - 245 წლის წინ, 1776 წლის 4 ივლისს ქვეყნის კონგრესმა, ბენჟამენ ფრანკლინის მეთაურობით, დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. ამ დღეს, 13-მა კოლონიამ ინგლისისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა.
ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი სახელმწიფოს ურთიერთობები ემყარება უნივერსალურ ღირებულებებს - თავისუფლებას, თანასწორობას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას.
ვუერთდებით მეგობარი ამერიკელი ხალხის საზეიმო განწყობას და ვულოცავთ მათ ამ უდიდეს დღესასწაულს