ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლზე შშმ პირებისთვის კიდევ ერთი სრულად ადაპტირებული პლაჟი ამოქმედდა. მოეწყო ბილიკი, საშხაპე, გასახდელი, განთავსდა ტივტივა ეტლები.
აღნიშნული პლაჟით მოსარგებლეებს ბათუმის ბულვარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი დამხმარე პერსონალი მოემსახურება. ამასთან, ტივტივა ეტლით სარგებლობა უფასო იქნება.
ბათუმში კიდევ ერთი ადაპტირებული პლაჟი რესტორან "ძველი გემის" გასწვრივაა, რომელიც შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი.
ახალი ადაპტირებული პლაჟის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაესწრო.