02 ივლისი

   ხულოს მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელთა შორის ერთ-ერთი ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა. პროექტის ფარგლებში 7 კილომეტრამდე გზის და ორი ხიდის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. სამუშაოები აქ აქტიურ ფაზაშია.

    პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს ახალი ობიექტები შეემატა: სხალთა - ხიხანის ხეობაში პირველი სასტუმრო გაიხსნა - „ირე პალასი“ ჩეხეთის რესპუბლიკის "კარიტასის" პროექტის ფარგლებში აშენდა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.

    მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხულოს მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად გაეცნენ.

    ხელისუფლების წარმომადგენლებმა შერიფ ხიმშიაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი