01 ივლისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები - ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოსა და სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.

 შეხვედრა, რომლის მთავარი თემა - „ გენდერული მეინსტრიმინგი; მუნიციპალიტეტების გენდერული პოლიტიკის შეფასება და თემატური მიმართულებები“ იყო, ზუმის პლატფორმის მეშვეობით გაიმართა.

 წარდგენის დასრულების შემდგომ, აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა დისკუსია და მასში  აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები და გენდერის მიმართულებით პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი