აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფატი ხალვაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე სოფელ საჩინოში, ამირან დიასამიძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე ფერდსამაგრ სამუშაოებს გაეცნენ.
ფატი ხალვაშის განცხადებით, ფერდობი საფრთხეს უქმნიდა ამირან დიასამიძის სახლს, რის გამოც მოქალაქემ დასახმარებლად მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. შესაბამისი სამსახურების მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ, დაიგეგმა და დაიწყო ფერდსამაგრი ღონისძიებების განხორციელება.