29 ივნისი

 აჭარის უმაღლესი გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, აქტიურ ქალთა ტრენინგი გაიმართა, რომელიც საარჩევნო სისტემებსა და რეფორმებს მიეძღვნა.

 ტრენინგის მონაწილეებს უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები - მირანდა ტყაბლაძე, დავით ღონღაძე და კოტე კანდელაკი მიესალმნენ.

  ტრენინგი, რომელშიც უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის გენდერული საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილების განაწილების, თვითმმართველობის ორგანოების, მათი წევრების როლსა და უფლებამოსილებების, თვითმმართველობების ბიუჯეტების, ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებს მოიცავდა.

 აქტიურ ქალთა ტრენინგი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის - IFES-ის მხარდაჭერით გაიმართა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი