28 ივნისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფატი ხალვაში და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მტირალას ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნენ, დაათვალიერეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ და ესაუბრენ ადგილობრივ მეწარმეებს, დაათვალიერეს პარკში არსებული სხვადასხვა ატრაქციები.

 მტირალას ეროვნულ პარკამდე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საავტომობილო გზა, რომელიც წელს უკვე სრულად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ხვდება ვიზიტორებს, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

 უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში დღესვე იმყოფებოდა ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში, სადაც გაიმართა პროექტის - "ShE's GREAT!" პირველი ეტაპის დასკვნითი ფესტივალი. პროექტი გენდერული თანასწორობის საკითხებს მოიცავდა. უმაღლესი საბჭოს წევრმა პროექტის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებულ და მიმდინარე საკანონმდებლო საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.

 დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლები ხალას საბავშვო ბაღს ეწვივნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი