საქართველოს პარლამენტში დასრულდა პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის მოსმენა. საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშით საქართველოს პრემიერ-მინისტრი 25 ივნისს წარსდგა, რის შემდეგაც მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ირაკლი ღარიბაშვილსა და დეპუტატებს შორის პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდა. სხდომას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები-დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.