„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ“ (2022-2025 წლები) ინფორმაცია მოისმინეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა.
ინფორმაცია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.