25 ივნისი

 საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე 2021 წლის  ტურისტულ  სეზონთან   დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. შესაბამისი მოხსენებით, კომიტეტის წევრების წინაშე ამჯერად უკვე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  საქვეუწყებო  დაწესებულების  ,, ბათუმის ბულვარის“  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ლაზიშვილი წარსდგა.

 მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის, ინფრასტრუქტურული (მათ შორის პლაჟის) მართვის, უზურფრუქტით გადაცემული ქონების განკარგვისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, რიგი სიახლეების პარალელურად, მომხსენებელმა 2021 წლის ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

 სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებსა და რეკომენდაციებს, ასევე რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა სოფიო ლაზიშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი