24 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ჩაქვში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. ამ ეტაპზე დაბაში, თამარ მეფის ქუჩის N1, 3 და 5 კორპუსების ეზოების, ასევე ბეჟანიძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება.
 პროექტით, პირველ რიგში, სანიაღვრე და წყალანირების სისტემების მოწესრიგება იგეგმება.
 ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება გარეგანათების ახალი სისტემა.
 მუნიციპალიტეტის მერიამ, მრავალბინიანი ეზოების მოწესრიგების პროექტის ფარგლებში, 30-მდე ეზო მოაწესრიგა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი