აჭარის 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები რიგგარეშე სესიაზე განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს ბიურომ რიგით მე-14 სხდომაზე მიიღო, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
კანონის პროექტი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა.