18 ივნისი

 აჭარის  2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა.

 საბიუჯეტო კანონის პროექტი სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძემ, ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების პარალელურად, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

 საკითხზე წამყვანმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

 ამავე სხდომაზე, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი კირთაძის კანდიდატურას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი