17 ივნისი

 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონების პროექტები სხდომაზე  კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა.

კომიტეტმა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონების პროექტები ცნობად მიიღო.

ამავე სხდომაზე, განიხილეს და მხარი დაუჭირეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 2021-2022 წლების სომოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებას.

 სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ოპიზიციის კვოტით, ერთხმად აირჩიეს მამული სურმანიძე.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი