უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება. კანონის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ, ამჯერად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებს წარუდგინა.
სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა, კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების განხილვის პარალელურად, საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილ ტრანსფერებსა და სიახლეებს, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში განხორციელდება.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.