ბათუმში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა.
დასაქმების ფორუმი, რომლის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე და ლადო მგალობლიშვილი ესწრებოდნენ, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის -„სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართა.
ფორუმზე ვაკანსიები აჭარაში მოქმედმა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესკომპანიებმა, ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან წარმოადგინეს.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციით.
ფორუმში მონაწილეობდნენ სასწავლებლები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ.