15 ივნისი

უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ოპოზიციის კვოტით წარმოდგენილ ლევან ანთაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ამავე კომიტეტის მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე უძღვებოდა.

სხდომაზე ერთხმად დამტკიცდა ჯანმრთელობის დაცვისა და   სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებებიც. ილია ვერძაძის განცხადებით, ცვლილებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შემუშავებული ერთობლივი რეკომენდაციებითაა განპირობებული.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი