14 ივნისი

  14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის  დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარის პირველ საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.

  სკოლის ბიბლიოთეკაში მიმდინარე ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე ღიად საუბრის აუცილებლობაზე, მათი საზოგადოებაში ინტეგრირების, სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი