14 ივნისი

ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან - გიორგი სურმანიძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურში მოქმედ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებების („ამაგი“) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე „ამაგების“ განვითარება-ხელშეწყობის, მათთან აქტიური თანამშრომლობის საკითხების განხილვის პარალელურად, მოქალაქეები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე და განსახორციელებელ პროგრამებს გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს და მოისმინეს მათი მოსაზრებები.

ცნობისათვის: აჭარაში მოქმედ 46 „ამაგში“ 700 მოქალაქეა გაერთიანებული.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი