10 ივნისი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფლის ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოეს. „საზოგადოებრივ საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ღვაწლმოსილ ადამიანებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. დიდია თითოეული ამ ადამიანის დამსახურება სოფლის, მუნიციპალიტეტის, ზოგადად კუთხისა და ქვეყნის წინაშე. ისინი თავიანთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საქმიანობის გამო იმსახურებენ პატივისცემას, სათანადო დაფასებას, ამასთან, საუკეთესო მაგალითს აძლევენ მომავალ თაობებს», - აღნიშნა ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს წევრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი