აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ განიხილეს.
ფრიდონ ფუტკარაძემ კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნო უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი და უპასუხა მათ შეკითხვებს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.