ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშვნაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა.
კახაბერ კირტავამ კომიტეტის წევრებს აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მოახსენა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტის სხდომაზე, მეორე საკითხად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების ,,მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ განიხილეს.
მსჯელობის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.