აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და კავკასიის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მოქმედი კავკასიის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის საპატიო მოქალაქემ - კაროლ ფშივარამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთაშორისო და ეროვნულ პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ განვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებში რეგიონის აქტიურ ჩართულობას.