აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში, გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.
მარინე გვიანიძემ, საბაზისო და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს გარემოს დაცვის ლოკალურ და გლობალურ გამოწვევებზე მომზადებული ფოტო და შემეცნებითი მასალა წარუდგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების, საქართველოში ნარჩენების მართვაში არსებულ სირთულეებს, ფლორისა და ფაუნის ცალკეული სახეობების გადაშენების მიზეზებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის ღონისძიებებს.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ეკოლოგიურ საკითხებზე საუბრის პარალელურად, უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები დღეს არსებულ ვითარებასა და სამომავლო აქტივობებზე.