02 ივნისი

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, მორიგ სხდომაზე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის თაობაზე კომიტეტში შემოსული დოკუმენტაცია განიხილა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ - ვლადიმერ მგალობლიშვილმა აღნიშნა, ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიიჩნია  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაცია და საკითხი განსახილველად ბიუროს წარედგინება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი