01 ივნისი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2020 წლის რეიტინგში აჭარის უმაღლესი საბჭო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლიდერობენ რეგიონის საჯარო უწყებებს შორის. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  შესაბამისი რეიტინგები საჯარო დაწესებულებებში შარშან ჩატარებული კვლევების საფუძველზე დღეს გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო IDFI -ს 2020 წლის მაისის კვლევების თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პრაქტიკის თვალსაზრისითაც ლიდერობს რეგიონში. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბს, ამავე პერიოდის მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭო მეხუთე ადგილზეა. რეიტინგების პირველ ხუთეულს სათავეში უდგას საქართველოს პარლამენტი, შემდეგ შს სამინისტრო, საფინანსო ანალიტიკური სამსახური, თავდაცვის სამინისტრო და აჭარის უმაღლესი საბჭო.

ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, 2014 - 2021 წლებში გამოქვეყნებულ პროაქტიულ ინფორმაციას აახლებს, რაც ღია მმართველობის პარტნიორიობის (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებებითაა გათვალისწინებული.  

IDFI პერიოდულად ახორციელებს საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების მონიტორინგს და შემუშავებული მეთოდოლოგიით განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭირვალობის რეიტინგებს.

კვლევის შედეგები იხილეთ: https://idfi.ge/public/upload/Analysis/access_to_public_information_in_georgia_2020%20GEO.pdf 

http://foi.idfi.ge/public/uploads/report/25.pdf 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი