25 მაისი

2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე.

კანონმდებლების წინაშე შესაბამისი მოხსენებით  ფინანსთა და  ეკონომიკის მინისტრი წარსდგა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შემოსულობები 89 %-ით შესრულდა და მისი უდიდესი ნაწილი საშემოსავლო გადასახადებზე მოდის. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, აქ შესრულების მაჩვენებელი 56 %-ს შეადგენს.

მომხსენებელმა, კომიტეტების წევრებს, სამინისტროებისა და ცალკეული უწყებების  საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლების პარალელურად, ინფორმაცია მიაწოდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობაზე და უპასუხა მათ შეკითხვებს.

კომიტეტებმა, შემდგომი პროცედურების გაგრძელების მიზნით, მხარი დაუჭირეს მიმოხილვის ბიუროსთვის წარდგენას.

გაერთიანებულ სხდომას განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი