საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა და მას, ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - სოზარ სუბარი უძღვებოდა.
სხდომას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.
აჭარაში ინფრასტრუქტურული, ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, რეგიონის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია, გასვლითი სხდომის მონაწილეებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ გააცნო. სხდომას ესწრებოდნენ აჭარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.