აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქ.ბათუმის კერძო სკოლა „განათლების“ მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებს შეხვდა. „საყოველთაო მშვიდობისა და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების ყველაზე დიდი საფრთხე არის ექსტრემიზმი და სიძულვილის ენა, რასაც უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება განათლების გზით. მსგავსი საჯარო დისკუსიები კი ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია“ - აღნიშნა შეხვედრაზე ცოტნე ანანიძემ. დისკუსია გაიმართა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რადიკალიზმსა და ექსტრემიზმზე, ძალადობაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებზე.
შეხვედრა - “ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ” - პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება "სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა" და Cela სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია თანამშრომლობით.